LOGO

სიახლეებიუკან დაბრუნება

9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება 2015-06-17
9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 23 წლის თავზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში ჩატარდა კულტურული ღონისძიება: ,,მამუკაობა“, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 20 წლის წინ.  9 აპრილის ტრაგიკულ დღეს, იმ ახალგაზრდებიდან რომლებიც საქართველოს ერთიანობისთვის დაიღუპნენ, ერთ-ერთი სწორედ სოფელ კართუბნის მკვიდრი 22 წლის მამუკა ნოზაძე იყო, სწორედ ამიტომ სოფლის მოსახლეობის ინიციატივით და მონდომებით აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით დაარსდა დღესასწაული ,,მამუკაობა“, სადაც თავს იყრის არა მარტო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობა, არამედ ახლომდებარე მუნიციპალიტეტის მკვიდრნიც. ყოველი წლის 9 აპრილს იმართება სპორტული შეჯიბრება ფრენბურთში, ჭიდაობასა და ფეხბურთში.

სოფლის ახალგაზრდების მოთხოვნით,  სათემო ცენტრმა ,,ერთობა“ დაგეგმა კულტურული ღონისძიება, რომელიც აგერ უკვე მესამე წელია რაც  ცენტრის ორგანიზებით ტარდება. წელს ღონისძიებას ტექნიკური მხარდაჭერა გაუწია ლაგოდეხის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა.  ღონისძიებაში მონაწილეობდა სოფელ კართუბნის ახლგაზრდობა, საჯარო სკოლის მოსწავლეები, შესრულდა 9 აპრილისადმი მიძღვნილი ლექსები, ფოლკლორული სიმღერები და ეროვნული ცეკვები.  ღონისძიებას ესწრებოდა 1 000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის წევრი,  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი  ბ-ნი გურამ კაკალაშვილი; მუნიციპალიტეტის მმართველობა; ლაგოდეხის არასამთავრობო ორგანიზაციის - ,,საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია“         წარმომადგენლები; ადგილობრივი რადიო ჰერეთი, თელევიზია და სხვა სტუმრები.

 

                                                                 

სათემო ორგანიზაციები ფოტო გალერეა დაფინანსებული პროექტები ვიდეო გალერეა