LOGO

სიახლეებიუკან დაბრუნება

სათემო ლიდერთა ფორუმი 2019 2015-06-17
სათემო ლიდერთა ფორუმი 2019

თემის განვითარების პროგრამა

 1995 წელს დავაფუძნეთ საზოგადოებრივი ორგანიზაცია "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ და დაარსების დღიდან ჩვენი გუნდი ორიენტირებულია ისეთ შედეგებზე, რომელიც პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს, როგორც ცალკეულ ადამიანებს ისე მთელს საზოგადოებას.წლების განმავლობაში ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ადგილობრივ ისე ეროვნულ დონეზე.

ორგანიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს თემის განვითარება, რომლის ფარგლებშიც 1998 წლიდან ვმუშაობთ რეგიონებში სამოქალაქო ინსტიტუტების ფორმირებასა და გაძლიერებაზე. აღნიშნული პროგრამის მიზანია, ადგილობრივი ლიდერების საინიციატივო ჯგუფების შექმნა/გაძლიერება, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, ადგილობრივ დონეზე არსებული პოტენციალის უკეთ რეალიზება, თემის განვითარებაშ ქალების ჩართულობის გაზრდა და მათი სამოქალაქო ლიდერებად ჩამოყალიბება.  

სათემო ლიდერთა ფორუმი

თემის განვითარების პროგრამის ფარგლებში 2011 წლიდან ორგანიზებას ვუწევთ სათემო ჯგუფებისა და ორგანიზაციების ერთობლივ შეხვედრებს. წლიდან წლამდე ღონისძიების ორმატი დაიხვეწა, უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო და 2016 წლიდან სათემო ლიდერის ფორუმად ჩამოყალიბდა.

ღონისძიების მიზანია სათემო ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაცია, სათემო ორგანიზაციებს შორის კონტაქტების დამყარება, წარმატებული გამოცდილების გაზიარება, სათემო ჯგუფებისთვის აქტუალურ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება და განხილვა.

წლევანდელი ღონისძიება საინტერესო იყო როგორც თემატური სესიებით, ასევე კონკურსით, რომელიც 2018-2019 წლების საუკეთესო სათემო ინიციატივა გამოავლინა. კონკურსის ფარგლებში რამდენიმე სათემო ორგანიზაციამ აუდიტორიას წარუდგინა მათ მიერ განხორციელებული სათემო ინიციატივები თუ პროექტები. აღნიშნული კონკურსი უკვე სამი წელია იმართება და მისი მიზანია, სათემო ინიციატივებისა და პროექტების პოპულარიზაცია, ასევე სათემო ორგანიზაციების წახალისება და მოტივაციის ამაღლება. კონკურსის ფარგლებში, ღონისძიების დღის ბოლოს საზეიმოდ გამოვლინდა და დაჯილდოვდა აუდიტორიის სამი რჩეული ჯგუფი.

 

ღონისძიების თემატური დისკუსიები მოიცავდა შემდეგ საკითხებს


ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სათემო ინიციატივების დაფინანსების მუნიციპალური მექანიზმები

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება-არსებული შესაძლებლობების მიმოხილვა

სოფლის განვითარების გამოწვევები და პერსპექტივები

 

ფოტო გალერეა

სათემო ორგანიზაციები ფოტო გალერეა დაფინანსებული პროექტები ვიდეო გალერეა
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა