LOGO

სიახლეებიუკან დაბრუნება

საგრანტო კონკურსი თემაზე “სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა” 2015-06-17
საგრანტო კონკურსი თემაზე “სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა”

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“(CSRDG) პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს თემაზე “სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა”.

კონკურსი ცხადდება პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ფინანსური მხარდაჭერით.

კონკურსის მიზანიაიმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიზნობრივ აუდიტორიასთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, ასევე მათი ხილვადობის და ლეგიტიმურობის ზრდას. განვითარებას.

კონკურსის ამოცანებია:

  • საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და სათემო ჯგუფებში ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ინსტრუმენტების/პროცესების დანერგვა და გაუმჯობესება;
  • საზოგადოებრივი ორგანიზაციების და სათემო ჯგუფების საქმიანობაში თანამონაწილეობითი მეთოდების დანერგვა და გაუმჯობესება.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია:

  • საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, სათემო ორგანიზაციებს და არარეგისტრირებულ სათემო საინიციატივო ჯგუფებს;
  • კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, ამავე დასახელების წინა კონკურსზე (დეკემბერი, 2018) დაფინანსებული ორგანიზაციები და ჯგუფები, რომელთა პროექტებიც არ არის დასრულებული.

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა განაცხადის სრული პაკეტი უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: csrdg.cssigrants@gmail.com და გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ “GrantCSSI_2019”. განაცხადის გამოგზავნის შემდეგ მიიღებთ საპასუხო წერილს იმის თაობაზე, რომ თქვენი აპლიკაცია მიღებულია.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 20 აგვისტო, 18:00 საათი.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ:

  • დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე – csrdg.cssigrants@gmail.com
  • დაგვირეკოთ ტელეფონის ნომერზე: +995 322 399019, საკონტაქტო პირი: სალომე ხუციშვილი – გრანტების მენეჯერი

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ

კონკურსის ორგანიზატორია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი”. აღნიშნული კონკურსი მიმდინარეობს პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა”-ს ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი(CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი(CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი(CSRDG), ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი(EDEC). პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).

სათემო ორგანიზაციები ფოტო გალერეა დაფინანსებული პროექტები ვიდეო გალერეა
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა