LOGO

სიახლეებიუკან დაბრუნება

დაინტერესებულ მხარეთა დიალოგი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე 2015-06-17
დაინტერესებულ მხარეთა დიალოგი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე

 

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), გაეროს მცირე გრანტების

 

პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ოზურგეთში, ზუგდიდსა და თელავში ჩაატარებს

 

შეხვედრას  "დაინტერესებულ მხარეთა დიალოგი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხერბზე"

 

(ოზურგეთი 7 ივნისი, სამეგრელო - 14 ივნისი, თელავი -  21 ივნისი )

 

 

 აღნიშნული ღონისძიების მთავარი მიზანია, ბიოდეგრადირებადი და სპეციფიკური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ

 

საკითხებზე დაინტერესებულ მხარეთა შორის დიალოგის წარმოება და რეგიონში ღია წვის თემატიკით მიმდინარე პროექტის 

 

შედეგების პრეზენტაცია. გარდა ადგილობრივი გარემოსდაცვითი პროექტების მიღწევების პრეზენტაციისა, სფეროს ექსპერტები 

 

საზოგადოებას გააცნობენ "სამიზნე თემებში ბიოდეგრადირებადი და სპეციფიკური ნარჩენის მართვის მდგომარეობის" კვლევის 

 

შედეგებს. 


 

ღონისძიებას დაეწსრება 200-მდე სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი, მათ შორის ცენტრალური ხელისუფლების, 

 

ადგილობრივი თვითმმართველობის, მედიის, დონორი ორგანიზაციების, სათემო ლიდერების, ეკო კლუბების წარმომადგენლები. 

 

 

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) 2017 წლიდან გაეროს მცირე გრანტების პროგრამის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს:  „ღია წვის შედეგად მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების გარემოში გაფრქვევის წინააღმდეგ ორგანული საყოფაცხოვრებო ნარჩენების რეციკლირების პრაქტიკის და ალტერნატიული მეთოდების დანერგვა“. პროექტის სამოქმედო არეალი წარმოდგენილია საქართველოს სამი რეგიონის (კახეთი, სამეგრელო, გურია) 11 მუნიციპალიტეტში მდებარე 50 თემით. პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტია ღია წვის და ნარჩენების რეციკლირების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და საჭიროებებზე ადგილობრივ მმართველობასთან დიალოგი, რათა უფრო მეტად მოხდეს ამ საჭიროებების ასახვა მუნიციპალური გეგმების დაგეგმვისა და შესრულების პროცესში.


სათემო ორგანიზაციები ფოტო გალერეა დაფინანსებული პროექტები ვიდეო გალერეა
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა