LOGO

სიახლეებიუკან დაბრუნება

ტრენინგი „საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება” 2015-06-17
ტრენინგი „საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება”

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, იწვევს სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მათ შორის სათემო ორგანიზაციების/საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებს ტრენინგების “საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ინსტრუმენტები” მესამე რაუნდში მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსის მიზანიამონაწილეებს მიაწოდოს ინფორმაცია და პრაქტიკული რჩევები შემდეგ საკითხებში:

  • საზოგადოებრივი ორგანიზაციის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის მნიშვნელობა და მისი უზრუნველყოფა;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის არსი და მისი ძირითადი მექანიზმები;
  • კომუნიკაციის სტრატეგიის ძირითადი პრინციპები;
  • გარე და შიდა კომუნიკაციის ძირითადი ინსტრუმენტები:
    ა) ტრადიციულ მედიასთან კომუნიკაცია;
    ბ) სოციალური მედიის გამოყენება;
    გ) შიდა კომუნიკაციის ფორმები.

ტრენინგის მონაწილეები ტრენინგებზე გადანაწილდებიან ცხრილში მითითებული რეგიონების მიხედვით. 

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ

ტრენინგი ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის არსებული გარემოს გაუმჯობესებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას, ბენეფიციართა მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაზრდასა და სხვა მონაწილეებთან კავშირების გაფართოებას.

პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.

სათემო ორგანიზაციები ფოტო გალერეა დაფინანსებული პროექტები ვიდეო გალერეა
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა