LOGO

სიახლეებიუკან დაბრუნება

სტუდენტური კონკურსი 2015-06-17
სტუდენტური კონკურსი

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ (CSRDG) თემის განვითარების პროგრამის ფარგლებში აცხადებს სტუდენტურ კონკურსს  “ჩემი, შენი, ჩვენი თემი”.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა, სოციალური პასუხისმგებლობისა და სოლიდარობის გრძნობის ამაღლება, სტუდენტებისათვის თემში/სოფლად არსებული პრობლემური საკითხების გაცნობის და გადაწყვეტის პროცესში ჩართულობის გზით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა). კონკურსში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ჯგუფის სახელით.

      • განაცხადის წარდგენა ხდება ჯგუფის ლიდერის მიერ;
      • ჯგუფი უნდა შედგებოდეს 2-4 სტუდენტისგან.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ:

საკონტაქტო პირი: ნათია მეტრეველი;
ელ.ფოსტა – natia@csrdg.ge;
ტელ: 599 911 577

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 5 აპრილი

სათემო ორგანიზაციები ფოტო გალერეა დაფინანსებული პროექტები ვიდეო გალერეა
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა