LOGO

სიახლეებიუკან დაბრუნება

საგრანტო კონკურსი - საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი 2015-06-17
საგრანტო კონკურსი - საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო იწვევს საქართველოში მოქმედ, დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებს მონაწილეობა მიიღონ საგრანტო კონკურსში.

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის პრიორიტეტს ახალგაზრდების სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და საზოგადოებისათვის აქტუალურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობა წარმოადგენს. იგი მუშაობს შექმნას ისეთი გარემო, სადაც ყველა ახალგაზრდა იქნება თანაბარუფლებიანი, სათანადოდ ინფორმირებული და ექნება განვითარების მრავალმხრივი შესაძლებლობები.

საგრანტო კონკურსის მიზანი:

საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ისეთ პროექტებს, რომლებიც ახალგაზრდების განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი. თქვენ მიერ შემოთავაზებული პროექტის ბენეფიციარები უნდა იყვნენ ახალგაზრდები და იგი უნდა ეხმიანებოდეს ერთ-ერთ ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხს:

** დემოკრატიული და სამოქალაქო ღირებულებების პოპულარიზაცია;
** ცნობიერების ამაღლება საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით;
** სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქციების შესახებ ინფორმირების დონის ზრდა;
** რეგიონული განვითარების ხელშეწყობა;
** პოლიტიკური კულტურის განვითარება;
** დებატების კულტურის ჩამოყალიბება;
** არაფორმალური განათლების ხელშეწყობა.

თითოეული საპროექტო განაცხადის მიერ მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 5 000 ლარს. პროექტი უნდა განხორციელდეს მაქსიმუმ 1 თვეში. საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი უპირატესობას მიანიჭებს შედეგზე ორიენტირებულ საპროექტო განაცხადებს.

პროექტი შედგენილი უნდა იყოს გრანტის მოსაპოვებელი განაცხადის ფორმის მიხედვით (ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ინტერნეტ მისამართზე: http://on.fb.me/HGzEuz

პროექტები მიიღება ელექტრონული სახით, მისამართზე: info.youthparliament@gmail.com 2012 წლის 2 აპრილიდან 15 მაისამდე, ბოლო ორი კვირის განმავლობაში კი 3 ეგზემპლარი (1 ორიგინალი და 2 ასლი) უნდა წარმოადგინოთ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში. 15 მაისის 18:00 საათის შემდეგ კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტები განხილვას არ დაექვემდებარება.

საგრანტო განაცხადის ფორმა იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://msy.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=220&info_id=6062

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:

თინათინ სანდროშვილი: 555 120372
მარეხ გვარამაძე: 593 431451

სათემო ორგანიზაციები ფოტო გალერეა დაფინანსებული პროექტები ვიდეო გალერეა