LOGO

სიახლეებიუკან დაბრუნება

დახურული საგრანტო კონკურსი გარემოს დაცვის მიმართულებით 2015-06-17
დახურული საგრანტო კონკურსი გარემოს დაცვის მიმართულებით

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ (CSRDG) აცხადებს დახურულ საგრანტო კონკურსს გაეროს მცირე გრანტების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის:  „ღია წვის შედეგად მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების გარემოში გაფრქვევის წინააღმდეგ ორგანული საყოფაცხოვრებო ნარჩენების რეციკლირების პრაქტიკის და ალტერნატიული მეთოდების დანერგვა“ ფარგლებში.

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს სამიზნე თემებში ადგილობრივ სათემო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებსა და ეკოკლუბის წევრებს გარემოსდაცვით საქმიანობების, კერძოდ: ორგანული ნარჩენების გადამუშავების გზით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების, შენახვისა და გადამუშავების ინოვაციური ტექნოლოგიების დემონსტრირებასა და განხორციელებაში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროექტის სამიზნე თემების წარმომადგენლებს (თელავის, ახმეტის, საგარეჯოს, ყვარლის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, აბაშის, ხობის, ჩხოროწყუს, სენაკისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტები).

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ შეავსოთ საგრანტო განაცხადის ელექტრონული ფორმა და გადმოგვიგზავნეთ ხელმოწერილი და დასკანერებული ან ელექტრონული დოკუმენტი პროექტის ხელმძღვანელის ფაქსიმილიით შემდეგ მისამართზე:
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
თბილისი, დელისის 1 შესახვევი 5ა, ტელ: (+995 32) 2399019/18
ელ.ფოსტა : annadirashvili@gmail.com
საკონტაქტო პირი: ანი ნადირაშვილი

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 8 აპრილი, 18:00 საათი

სათემო ორგანიზაციები ფოტო გალერეა დაფინანსებული პროექტები ვიდეო გალერეა
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა