LOGO

სიახლეებიუკან დაბრუნება

ღია საგრანტო კონკურსი საქართველოში მოქმედი სათემო ორგანიზაციებისა და ჯგუფებისათვის 2015-06-17
ღია საგრანტო კონკურსი საქართველოში მოქმედი სათემო ორგანიზაციებისა და ჯგუფებისათვის

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ (CSRDG) აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში მოქმედი სათემო ორგანიზაციებისა და ჯგუფებისათვის.

კონკურსის მიზანი ხელი შეუწყოს საქართველოში მოქმედი სათემო ორგანიზაციების შესაძლებლობების ზრდას, მათ შორის კავშირების დამყარებასა და მათ საქმიანობაზე ინფორმაციის ფართო აუდიტორიაზე გატანას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში მოქმედ ყველა რეგისტრირებულ სათემო ორგანიზაციასა თუ არაფორმალურ ჯგუფს, რომლებსაც ბოლო ორი წლის მანძილზე (2017-2018 წლები):

  • განხორციელებული აქვს სულ მცირე ერთი პროექტი / ინიციატივა;
  • კონკურსის განმცხადებლისგან ფინანსური მხარდაჭერა მიღებული აქვს არაუმეტეს ერთ პროექტზე.

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა და ჯგუფებმა განაცხადის სრული პაკეტი უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: annadirashvili@gmail.com ან ნაბეჭდი სახით სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ოფისში.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 22 მარტი, 17:00 საათი

სათემო ორგანიზაციები ფოტო გალერეა დაფინანსებული პროექტები ვიდეო გალერეა
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა