LOGO

სიახლეებიუკან დაბრუნება

დახურული საგრანტო კონკურსი სამიზნე სათემო ორგანიზაციებისა და ჯგუფებისთვის 2015-06-17
დახურული საგრანტო კონკურსი სამიზნე სათემო ორგანიზაციებისა და ჯგუფებისთვის

მიკროგრანტების პროგრამა ხორციელდება გაეროს ერთობლივი პროგრამის “გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში” დაფინანსებით მიმდინარე “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” პროექტის – “ქალთა გაძლიერება ცვლილებისათვის” ფარგლებში. ასევე, მიკროგრანტების პროგრამის თანადამფინანსებელია ფონდი “კონსტანტა”.

პროექტის ძირითადი მიზანია ქალთა თანასწორობის, მათი ეკონომიკური და სამოქალაქო გააქტიურების ხელშეწყობა სამეგრელოს და კახეთის რეგიონის 11 მუნიციპალიტეტის (სენაკი, აბაშა, მარტვილი, ხობი, ჩხოროწყუ, ლაგოდეხი, თელავი, საგარეჯო, ყვარელი, ახმეტა და დედოფლისწყარო) 26 თემში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

  • მარტვილის მუნიციპალიტეტი – ბანძა;
  • სენაკის მუნიციპალიტეტი – ნოქალაქევი;
  • აბაშის მუნიციპალიტეტი – სამიქაო;
  • ხობის მუნიციპალიტეტი – თორსა-დღვაბა;
  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი – ხაბუმე, მუხური, ჩხოროწყუ, ლესიჭინე და ნაფიჩხოვო;
  • თელავის მუნიციპალიტეტი – ფშაველი, ნაფარეული, სანიორე და რუისპირი;
  • ახმეტის მუნიციპალიტეტი – ჯოყოლო, ქვემო ალვანი და ზემო ალვანი;
  • საგარეჯოს მუნიციპალიტეტი – უდაბნო;
  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი – ჰერეთისკარი, აფენი, ვარდისუბანი, შრომა და ცოდნისკარი;
  • ყვარელის მუნიციპალიტეტი – ენისელი;
  • დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი – არბოშიკი, ხორნაბუჯი და ზემო ქედი.
სათემო ორგანიზაციები ფოტო გალერეა დაფინანსებული პროექტები ვიდეო გალერეა
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა