საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, იწვევს სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მათ შორის სათემო ორგანიზაციების/საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებს ტრენინგების – “საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება” მეორე რაუნდში მონაწილეობის მისაღებად.
ტრენინგის მიზანია, მონაწილეებს მიაწოდოს ინფორმაცია და პრაქტიკული რჩევები შემდეგი საკითხების შესახებ:
- საზოგადოებრივი ორგანიზაციის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის მნიშვნელობა;
- კავშირი ორგანიზაციის ეფექტურობასთან;
- ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ძირითადი პრინციპები და განვითარების ფაზები;
- მონაწილეობის მცნება და მისი დონეები;
- ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის პრაქტიკული ინსტრუმენტები.
ტრენინგის ორგანიზატორია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი”. აღნიშნული კონკურსი მიმდინარეობს პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა”-ს ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი(CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი(CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი(CSRDG), ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი(EDEC).პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ.