LOGO

სიახლეებიუკან დაბრუნება

საგრანტო კონკურსი სათემო ორგანიზაციებისთვის 2015-06-17
საგრანტო კონკურსი სათემო ორგანიზაციებისთვის

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) თემის განვითარების პროგრამის ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს სათემო ორგანიზაციებისთვის.

კონკურსის ფარგლებში სოფლად მოქმედ სათემო ორგანიზაციებსა და ჯგუფებს, რომლებსაც სურთ თემის ინტერესთა დაცვაზე/ადვოკატირებაზე მიმართული საქმიანობების განხორციელება, ეძლევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ყოველწლიურად გამოცხადებულ კონკურსში და მოიპოვონ შესაბამისი დაფინანსება.

კონკურსის თემატიკა:

  • თემის პრობლემის/საჭიროებების ადვოკატირებას ან პრობლემური საკითხის აქტუალიზაციას ეხება (სოფლის მეურნეობის, გარემოსდაცვითი, გენდერული, ახალგაზრდული პრობლემატიკა);
  • განხორციელების შემთხვევაში თემის დიდი ნაწილის პრობლემას აგვარებს;
  • განხორციელების პროცესში მოსახლეობის აქტიურ მონაწილეობას უზრუნველყოფს;
  • ხელს უწყობს თანამშრომლობას სხვა ორგანიზაციებთან (ადგილობრივი მმართველობა, სკოლა, ბაღი, ამბულატორია, ადგილობრივი ბიზნესი, მედია, სხვა არასამთავრობო/სათემო ორგანიზაციები და ა.შ).

დეტალური ინფორმაცია  საგრანტო კონკურსის შესახებ

რეგისტრაციის ბოლო ვადაა – 2018 წლის 21 მაისი, 17:00 საათი.

სათემო ორგანიზაციები ფოტო გალერეა დაფინანსებული პროექტები ვიდეო გალერეა