LOGO

სიახლეებიუკან დაბრუნება

ტრენინგი ”თემთან მუშაობა” 2015-06-17
ტრენინგი ”თემთან მუშაობა”

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ბაზაზე მოქმედი თემის განვითარების რესურს ცენტრის მიერ 2012 წლის 29-30 მარტს, ქ. თბილისში, ჩატარდა ტრენინგი – ”თემთან მუშაობა”,  ტრენინგის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა რეგიონებში, პატარა ქალაქებსა და სოფლებში მოქმედი სათემო ორგანიზაციების/ჯგუფების წარმომადგენლები. ტრენინგზე ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე:

-         თემის განმარტება;

-         თემის განვითარების მიზნები და ამოცანები;

-         თემთან მუშაობის საფეხურები;

-         ინფორმაციის მოგროვების მეთოდები;

-         ნახევრად სტრუქტურული ინტერვიუ და სათემო კრება;

-         თემთან მუშაობის ხელისშემშლელი ფაქტორები.

ტრენინგს დაესწრო  12 ორგანიზაციის წარმომადგენელი (მონაწილეთა სია)

ტრენინგის ბოლოს გამოვლინდა სამი ნომინაციის: ყველაზე გულისხმიერი, შემოქმედებითი და ორგანიზებული წარმომადგენელი, ესენი გახლდათ - საქველმოქმედო კავშირის ”თემი” წევრი ნატა მოსიაშვილი - ტრენინგის გულისხმიერი მონაწილე; სათემო კავშირის ”იმედი” ხელმძღვანელი კობა ცერცვაძე - შემოქმედდებითი   და სათემო ორგანიზაციის ”ლელი” ხელმძღვანელი ნანა ნერსეზაშვილი -ორგანიზებული მონაწილე. გამარჟვებულებებს გადაეცათ სამახსოვრო პრიზები.

                                     

                                                       

 

 

სათემო ორგანიზაციები ფოტო გალერეა დაფინანსებული პროექტები ვიდეო გალერეა