LOGO

სიახლეებიუკან დაბრუნება

დახურული საგრანტო კონკურსი ჯუმათის, ბაილეთის, თხინვალის, მერიის, ქვემო ნატანების, კოხნარის სათემო ჯგუფებისთვის და ეკოკლუბებისთვის 2015-06-17
დახურული საგრანტო კონკურსი ჯუმათის, ბაილეთის, თხინვალის, მერიის, ქვემო ნატანების, კოხნარის სათემო ჯგუფებისთვის და ეკოკლუბებისთვის

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) პროექტ “ღია წვის შედეგად მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების გარემოში გაფრქვევის წინააღმდეგ ორგანული საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების და რეციკლირების პრაქტიკის და ალტერნატიული მეთოდების დანერგვა” ფარგლებში აცხადებს დახურულ კონკურსს.

საგრანტო კონკურსის ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს სამიზნე თემებში ადგილობრივ სათემო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებსა და ეკოკლუბის წევრებს გარემოსდაცვით საქმიანობების, კერძოდ: ორგანული ნარჩენების გადამუშავების გზით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების, შენახვისა და გადამუშავების ინოვაციური ტექნოლოგიების დემონსტრირებასა და განხორციელებაში.

 კონკურსში მონაწილეობის უფლებამოსილება ენიჭებათ წარმატებული მუშაობის გამოცდილების მქონე საინიციატივო ორგანიზაციებს და ეკოკლუბებს:

  • ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში - ჯუმათის, ბაილეთის, თხინვალის, მერიის, ქვემო ნატანების, კოხნარის სოფლებში.

საგრანტო კონკურის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, განაცხადის ფორმისა და ბიუჯეტის შესავსებად ეწვიეთ ბმულს.

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა - 2018 წლის 20 აპრილი, 18:00 სთ. დაგვიანებული განაცადი არ განიხილება.

 

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი გაეროს განვითარების „მცირე გრანტების პროგრამა – საქართველოში“ (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „ღია წვის შედეგად მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების გარემოში გაფრქვევის წინააღმდეგ ორგანული საყოფაცხოვრებო ნარჩენების რეციკლირების პრაქტიკის და ალტერნატიული მეთოდების დანერგვა“, რომელიც 2017 წლის ოქტემბერში დაიწყო და 2019 წლის ნოემბერში სრულდება.

სათემო ორგანიზაციები ფოტო გალერეა დაფინანსებული პროექტები ვიდეო გალერეა