LOGO

სიახლეებიუკან დაბრუნება

ტრენინგი “საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება” 2015-06-17
ტრენინგი “საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება”

 

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, იწვევს სათემო ორგანიზაციების/საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებს ტრენინგების – “საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება” პირველ რაუნდში მონაწილეობის მისაღებად.


ტრენინგის მიზანია, მონაწილეებს მიაწოდოს ინფორმაცია და პრაქტიკული რჩევები შემდეგი საკითხების შესახებ:

  • საზოგადოებრივი ორგანიზაციის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის მნიშვნელობა; კავშირი ორგანიზაციის ეფექტურობასთან;
  • ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ძირითადი პრინციპები და განვითარების ფაზები;
  • მონაწილეობის მცნება და მისი დონეები;
  • ანგარიშვალდებულების გამჭვირვალობის პრაქტიკული ინსტრუმენტები. 

ტრენინგის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

ტრენინგის მონაწილეთა რეგისტრაციის ვადაა 12 მარტიდან-23 მარტის ჩათვლით. დაგვიანებული განაცხადები არ მიიღება. 

რეგისტრაციის ფორმა

ტრენინგი ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის -"სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში, რომლიც მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისთვის არსებული გარემოს გაუმჯობესებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას, ბენეფიციართა მიმართ ანგარიშვალდებულების გაზრდასა და სხვა მონაწილეებთან კავშირების გაფართოებას. 

პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი(KAS) და ოთხი ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაცია -  სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).

სათემო ორგანიზაციები ფოტო გალერეა დაფინანსებული პროექტები ვიდეო გალერეა