LOGO

სიახლეებიუკან დაბრუნება

სათემო ცენტრ ”ერთობა”-ს მიერ განხორციელებული ღონისძიებები 2015-06-17
სათემო ცენტრ ”ერთობა”-ს მიერ განხორციელებული ღონისძიებები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში 2008 წლიდან ფუნქციონირებს  სათემო ცენტრი ,,ერთობა“ . სათემო ცენტრის მუშაობის ერთ-ერთი მიმართულება  სოფლის ახალგაზრდებისაათვის საკუთარი  შესაძლებლობების რეალიზაციის ხელშეწყობა გახლავთ ,  რომლის ფარგლებშიც ”ერთობა” სხვადასხვა სახის კულტურულ-სპორტულ ღონისძიებებს და აქციებს აწყობს. სათემო ცენტრში 20-ზე მეტი აქტიური ახალგაზრდაა გაწევრიანებული და სწორედ ისინი იღებენ  მონაწილეობას ამ ღონისძიებებში.

ამა წლის მარტის თვეში სათემო ცენტრმა  ორი საინტერესო ღონისძიება: ქალთა დღისადმი მიძღვნილი საღამო და ინტელექტუალური თამაში მოაწყო .

ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სოფლის სოციალურად დაუცველ 15 ქალბატონს მიეძღვნა. ახლაგაზრდებმა და საბავშო ბაღის აღსაზრდელებმა ღონისძიებაზე  შეასრულეს ფოლკლორული სიმღერები, წაიკითხეს ქალბატონებისადმი მიძღვნილი ლექსები და სიმღერები. მოწვეულ სტუმრებს ამ დღის აღსანიშნავად სამახსოვროდ გადაეცათ საჩუქრები, რისთვისაც ქალბატონებმა ორგანიზატორების მიმართ დიდი სიხარული და მადლიერება გამოხატეს. საღამოს ესწრებოდა 50 მდე ადამიანი.

ინტელექტუალური თამაში   ხუთი სოფლის (ლელიანი, აფენი, ვარდისუბანი, ჰერეთისკარი, კართუბანი)  ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებისა და  კართუბნის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსაწვლეების მონაწილეობით მოეწყო.  თამაში ჩატარდა ორ ეტაპად, გამოვლინდა  I, II  და  III ადგილზე გასული გუნდები, მათ გადაეცათ ფასიანი საჩუქრები.   ღონისძიებას ესწრებოდა კართუბნის საჯარო სკოლის პედაგოგები,ლაგოდეხის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის თანამშრომლები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოქმედი საზოგადოებრივო ორგანიზაციის ”საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია”  წევრები.

სათემო ცენტრმა,  ორივე ღონისძიებისთვის ფინანსური მხადარჭერა ლაგოდეხის მუნციპალიტეტის სპორტისა და ახლაგაზრდობის საქმეთა სამსახურიდან მოიპოვა.

                                                 

 

                                                       

 

 

 

 

 

სათემო ორგანიზაციები ფოტო გალერეა დაფინანსებული პროექტები ვიდეო გალერეა