LOGO

სიახლეებიუკან დაბრუნება

სოფლის განვითარების ევროპული პერსპექტივები 2015-06-17
სოფლის განვითარების ევროპული პერსპექტივები

22,24 თებერვალს ქ. თელავსა და ზუგდიდში, სათემო ორგანიზაციების /ჯგუფებისთვის, საქართველოს სტარტეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, „ქალთა გაძლიერება ცვლილებებისთვის“ პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა სემინარი თემაზე - სოფლის განვითარების ევროპული პერსპექტივები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის და თვითმმართველი თემის წარმომადგენლები (თელავი). შეხვედრაზე ნაჩვენები იყო მოკლრმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები, სადაც  ასახულია პატარა ევროპული სოფლის ეკონომიკური განვითარების დინამიკა, რომელსაც ქმნიან ადგილობრივი მაცხოვრებლები.  რეპორტაჟები ძირითადად მცირე ზომის მეწარმეებს ეთმობოდა, რომლებიც არიან: ხელოვანები, ღვინის მწარმოებელი, ფერმერი, მესაქონლე, მეთუნე, კემპინგის და რესტორანების მესაკუთრეები. შეხვედრას უძღვებოდა ფილმების ავტორი ქ. ნი მაია სიმონია, რომლის მიზანიც გახლავთ ევროპული ცხოვრების სტილის ქარველი სოფლის მაცხოვრებლებისათვის გაცნობა. სემინარი  დიალოგის ფორმატში მიმდინარეობდა, რომელიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა დამსწრეებისთვის. შეხვედრას ესწრებოდა 80 მდე ადამინი.

 

ფილმი შეასძლებელია იხილოთ: https://www.facebook.com/groups/1378541942472162/?fref=nf

 

სათემო ორგანიზაციები ფოტო გალერეა დაფინანსებული პროექტები ვიდეო გალერეა