LOGO

სიახლეებიუკან დაბრუნება

სათემო ლიდერების ერთობლივი შეხვედრა - ფორუმი                        2015-06-17
სათემო ლიდერების ერთობლივი შეხვედრა - ფორუმი

კაჭრეთი, 20-21 ოქტომბერი, 2016 წელი

სათემო ლიდერთა ფორუმი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ბაზაზე მოქმედი თემის განვითარების რესურს ცენტრი  ორგანიზებით მოეწყო. იგი ჩატარდა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის" მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "ქალთა გაძლიერება ცვლილებისათვის" და ასევე, თემის განვითარების საერთაშორისო ჟურნალის (CDJ- Community Development Journal) ფინანსური მხარდაჭერით.

შეხვედრის ძირითადი მონაწილეები იყვნენ საქართველოს მაშტაბით მოქმედი  ქალთა სათემო ორგანიზაციების/საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები (35 მონაწილე) და თემის განვითარების მიმართულებით მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ჯამში 70 ადამიანი.  

ფორუმის ძირითადი ამოცანები იყო:

·        საკითხის "სახელმწიფო დაფინანსების მექანიზმები სათემო ინიციატივებისა და პროექტებისთვის" განხილვა.

·      სათემო ლიდერებს შორის კონტაქტების გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება

·         სათემო ჯგუფების ინტერესების და საჭიროებების გამოვლენა

ფორუმის პირველი დღე სრულად დაეთმო სათემო ინიციატივებისა და პროექტებისთვის სახელმწიფო დაფინანსების მექანიზმების საკითხს - არსებულ ვითარებასა და გამოწვევებს, ასევე ამ კუთხით სხვა ქვეყნებში არსებული გამოცდილების მიმოხილვას. 

 პირველი გამომსვლელის (ირაკლი ხვადაგიანი - სათემო განვითარების ცენტრი) პრეზენტაცია "სათემო ინიციატივების მნიშვნელობა განვითარების პროცესში/ისტორიული რაკურსი" შეეხო ქვეყანაში სათემო ინიციატივების, თემის თვითორგანიზების წარსულ გამოცდილებას და მნიშვნელობას, აქცენტი გაკეთდა ქალთა თაოსნობით განხორციელებულ ინიციატივებზე

 შემდეგმა გამომსვლელმა (ლევან ალაფიშვილი - თვითმართველობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორი, CSRDG) ისაუბრა სამოქალაქო ინიციატივების/პროექტების სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების არსებულ მექანიზმებზე, საკანონმდებლო რეგულაციებსა და შეზღუდვებზე და ასევე მიმოიხილა, ამ კუთიხთ მოლდოვეთში არსებული ვითარებამოლდოვაზე მასალა,  სპეციალურად ფორუმისათვის მოამზადეს მოლდოველმა ექსპერტებმა ვიაჩესლავ ბულატმა და იონ მელეშტინმა, ორგანიზაციიდან ურბანული განვითარების ინსტიტუტი. 

 მესამე გამომსვლელი ლაგოდეხის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი, კერძოდ კი გამგებლის პირველი მოადგილე  გიორგი ბოკერია გახლდათ. მან ისაუბრა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ სამოქალაქო და სათემო ჯგუფებთან თანამშრომლობის არსებულ გამოცდილებასა და უპირატესობაზე, ასევე ამ კუთხით არსებულ დამაბრკოლებელ ფაქტორებზე.

დღის ბოლო გამომსვლელმა (ანგუს მაკაბი - მესამე სექტორის კვლევის ცენტრი, ბირმინგემის უნივერსიტეტი) ისაუბრა დიდ ბრიტანეთში არსებული სამოქალაქო სეტორის/მათ შორის სათემო ორგანიზაციების რაობაზე, 


 

დაფინანსების შესაძლებლობებზე, აქცენტით სახელმწიფო/ადგილობრივი მმართველობის მხრიდან არსებულ დაფინანსებებსა და  გამოწვევებზე.თითოეულ გამოსვლას თან ახლდა კითხვა-პასუხის სესია.

ფორუმის მეორე დღეს, უფრო მცირე ჯგუფში (40 მონაწილე) მოხდა სათემო ჯგუფების მხარდამჭერი პროგრამების და ორგანიზაციების მიმართ სათემო ჯგუფების მოლოდინების და ინტერესების გამოვლენა. მუშაობა ამ მიმართულებით ოთხ მინიჯგუფში წარიმართა, თითოეულმა ჯგუფმა იმსჯელა შემდეგ 4 კითხვაზე: მხარდამჭერი ორგანიზაციების და პროგრამების მხრიდან  ა)  რისი შეწყვეტა სურთ ბ) რისი შემცირება გ) რისი დაწყება და  დ) რისი გაძლიერება/გაზრდა.

შეხვედრის ბოლოს 2016 წლის  ქალთა თაოსნობით განხორციელებული საუკეთესო სათემო ინიციატივის ნომინაციაში გამარჯვების მოსაპოვებლად, ათი ორგანიზაცია წარსდგა მონაწილეთა წინაშე პრეზენტაციით, ადგილზე ჩატარდა ფარული კენჭისყრა და ოთხი გამარჯვებული გამოვლინდა. 

პირველი ადგილი დაიკავა - სამოქალაქო ინიციატივის პროექტმა “ცოდნის კაფე“ (www.facebook.com/tsodniscafe/), ადგილზე ახალგაზრდებისათვის სოციალური, საგანმანათლებლო დატვირთვის კაფის მოწყობა.

მეორე ადგილზე გავიდა -კარალეთის თემის ახალგაზრდული ორგანიზაციის პროექტი „ბიბლიოთეკა, გამყოფ ხაზთან მიმდებარე მაღალმთიან სოფელში“, სოფელში ბიბლიოთეკის მოწყობა და ამოქმედება.

მესამე ადგილი გაიყო - ვარდისუბნის ქალთა და ახალგაზრდობის ცენტრის  პროექტმა  ,,ფანტაზია და მარჯვე ხელები“ (ქალთა და გოგონების სახელოვნებო  კაბინეტის მოწყობა) და თორსის ქალთა საინიციატივო ჯგუფის „სხივი“  პროექტმა „სიცოცხლე გარემოს’’ (გარემოსდაცვითი საქმიანობა).

გამარჯვებულებს სიგელები, სპეციალური პრიზები და ფულადი ჯილდო გადაეცათ.

ფორუმის შემდგომ ორგანიზაცია გეგმავს ფორუმის მასალებზე დაყრდნობით და მონაწილეთა მხრიდან გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით მოამზადოს რეკომენდაციები სათემო ინიციატივების/პროექტების სახელმწიფო დაფინანსების შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე და წარადგინოს იგი შესაბამის სახელისუფლებო სტრუქტურებში განსახილველად.

 

სათემო ლიდერთა ფორუმის მასალები:
ფორუმის პროგრამა

სათემო ინიციატივები საქართველოში - ისტორიული მიმოხილვა

სათემო ინიციატივების მხარდაჭერა - არსებული მდგომარეობა და გამოწვევები

ადგილობრივი მმართველობისა და საზოგადოებრივი სექტორის თანამშრომლობა - ლაგოდეხის მაგალითი

საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაფინანსება - მოლდოვეთის გამოცდილება

სამოქალაქო ბიუჯეტი და მისი ასპექტები

საზოგადოებრივი სექტორი და ადგილობრივი ხელისუფლება - დიდი ბრიტანეთი 

სათემო ლიდერთა ფორუმი - შეჯამება

რადიო თავისუფლებაში გასული ინფორმაცია სათემო ინიციატივების შესახებ.          კახეთის ხმაზე გასული სიუჟეტი

ფორუმის ამსახველი ფოტომასალა

სათემო ორგანიზაციები ფოტო გალერეა დაფინანსებული პროექტები ვიდეო გალერეა