LOGO

სიახლეებიუკან დაბრუნება

,,სათემო ცენტრი გულგულა მეტი შესაძლებლობებით” 2015-06-17
,,სათემო ცენტრი გულგულა მეტი შესაძლებლობებით”

სათემო ცენტრი "გულგულა" თელავის მუნიცპალიტეტის სოფელ გუგულაში 2008^ წლიდან ფუნქციონირებს.

2012 წლის მარტის თვეში სათემო ცენტრმა დაასრულა პროექტი - ,,სათემო ცენტრი გულგულა მეტი შესაძლებლობებით”, რომელიც ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტი ითვალისწინებდა სათემო ცენტრის ფინანსური და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაზრდას მის  ბაზაზე მოქმედი სოც. საწარმო სამკერვალოს გაძლიერების გზით. ცენტრი ეწევა დამხმარე სოც. მეწარმეობას, საწარმოში იკერება საბნები, ლეიბები, ბალიშები, ქალის და ბავშვის ტანსაცმელი. პროექტის ფარგლებში გაკეთდა ორგანიზაციის ვებ-გვერდი http://gulgula.ge/ ,სადაც განთავსდა სათემო ცენტრი გულგულას საქმიანობების და მის ბაზაზე მოქმედი სამკერვალოს შესახებ ინფორმაციები. არსებული მოთხოვნის შესაბამისად,შეიქმნა წარმოების ახალი პროდუქცია ე.წ ძვირადღირებული ნაწარმი გათვლილი საშუალო ფენის მოსახლეობაზე. “საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის” ბიზნეს კონსულტანტების დახმარებით, მომზადდა ერთ წელზე გათვლილი  წარმოების ბიზნეს-გეგმა,   სადაც დეტალურად გაიწერა წარმოების მოცულობა, გაყიდვები, მოგება, რაც საწარმოს მუშაობას ხდის კიდევ უფრო თვალსაჩინოს და ეხმარება მუშაობის პროცესში. დაიბეჭდა სამკერვალოს სარეკლამო ფლაერები, სტიკერები, პერიოდულად ვრცელდებოდა მოსახლეობაში და დამაგრდა თითეულ გასაყიდ პროდუქტზე. დამზადდა სარეკლამო ბანერები და განხორცილედა სატელევიზიო რეკლამები მორბენალი სტრიქონების მეშვეობით არხებზე: თელავში, გურჯაანში, ახმეტაში, გორში, ბორჯომში, ლაგოდეხში. პროექტის დასასრულს სოფ. გულგულაში ჩატარდა პროექტის შედეგების პრეზენტაცია და სამკერვალოს პროდუქციის გამოფენა, მოეწყო სამკერვალოში წარმოებული პროდუქციის ბავშვების ხაზის დეფილე, რომელიც წარმოადგინეს სოფელში მაცხოვრბელმა ბავშვებმა. პრეზენტაცია გაშუქდა ადგილობრივი რაიონული ტელევიზია თანამგზავრის საშუალებით. ესწრებოდნენ დამფინანსებელი ფონდის “ღია საზოგადოება საქართველოს” წარმომადგენელი, “საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის”  თბილისის ოფისის და თელავის ბიუროს თანამშრომელბი, თემის მოსახლეობა დაახლეობით 20 ადამიანი.

სათემო ორგანიზაციები ფოტო გალერეა დაფინანსებული პროექტები ვიდეო გალერეა