LOGO

სიახლეებიუკან დაბრუნება

საგრანტო კონკურსი სათემო ორგანიზაციებისა და ჯგუფებისათვის 2015-06-17
საგრანტო კონკურსი სათემო ორგანიზაციებისა და ჯგუფებისათვის

ღია საგრანტო კონკურსი

სათემო ორგანიზაციებისა და ჯგუფებისათვის

 მოთხოვნები საკონკურსო განაცხადზე

                                                                                                         აპრილი, 2016 წელი

"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" ბაზაზე მოქმედი თემის განვითარების რესურს ცენტრი იწვევს საქართველოში მოქმედ სათემო ორგანიზაციებს და ჯგუფებს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" არის საზოგადოებრივი, არამომგებიანი, არაპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა. 1998 წლიდან ორგანიზაციამ დაიწყო საქართველოში სათემო განვითარების მხარდამჭერი პროექტების განხორციელება, ხოლო 2011 წლიდან მის ბაზაზე თემის გავითარების რესურს ცენტრი - ჩDღჩ ამოქმედდა. მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მოქმედი სათემო ორგანიზაციების შესაძლებლობების ზრდას, მათ შორის ინფომაციული კავშირების დამყარებასა და მათ საქმიანობაზე ინფორმაციის ფართო აუდიტორიაზე გატანას.  რესურს ცენტრის საქმიანობის ფარგლებში სოფლად მოქმედ სათემო ორგანიზაციებსა და ჯგუფებს,  რომლებსაც სურთ თემის ინტერესთა დაცვაზე/ადვოკატირებაზე მიმართული საქმიანობების განხორციელება, ეძლევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ამ კონკურსში და მოიპოვონ შესაბამისი დაფინანსება.

კონკურსის პირობები: თემატიკა:  საგრანტო კონკურის თემატიკა შეზღუდული არ გახლავთ, თუმცა პრიორიტეტი მიენიჭება საპროექტო განაცხადს, რომელიც:

თემის პრობლემის/საჭიროებების ადვოკატირებას ან პრობლემური საკითხის აქტუალიზაციას ეხება (გარემოსდაცვითი; გენდერული, ახალგაზრდული და  სოციალური პრობლემები);

 განხორციელების შემთხვევაში პროექტი თემის დიდი ნაწილის პრობლემას აგვარებს;

პროექტი განხორციელების პროცესში მოსახლეობის აქტიურ მონაწილეობას უზრუნველყოფს ;

ხელს უწყობს თანამშრომლობას სხვა ორგანიზაციებთან (ადგილობრივი მმართველობა, სკოლა, ბაღი, ამბულატორია, ადგილობრივი ბიზნესი,  მედია, სხვა არასამთავრობო/სათემო ორგანიზაციები და ა.შ).

საგრანტო თანხის მაქსიმალური სიდიდე შეადგენს 7000 ლარს.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლებამოსილება ენიჭებათ საქართველოში მოქმედ ყველა რეგისტრირებულ სათემო ორგანიზაციასა თუ არაფორმალურ ჯგუფს, რომლებსაც:

მიკრო პროექტების განხორციელების  გარკვეული გამოცდილება გააჩნიათ (1 ან 2 პროექტი);

ჯერ არ აქვთ მიღებული კონკურსის განმცხადებელი ორგანიზაციის/ფონდის ფინანსური მხარდაჭერა;

კონკურსში მონაწილეთა განაცხადების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება ადმინისტრაციული ცენტრებიდან დაცილებულ  ან მოწყვლადი ჯგუფების მიერ შექმნილ სათემო დაჯგუფებებს, რომელთა საქმიანობაც ძირითადად ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაზეა ორიენტირებული. 

პროექტის შერჩევის კრიტერიუმები:

პრობლემის აქტუალობა/სიმწვავე;

მოსახლეობის (განსაკუთრებით ქალების და ახალგზარდების) ჩართულობის მაღალი ხარისხი (პროექტში მოხალისეობრივი მონაწილეობა, ნატურის ან ფულადი წვლილი);

ადგილობრივი თვითმმართველობის და/ან ბიზნესის აქტიური თანამონაწილეობა (ფინანსური წვლილი);

რეალისტური სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტი;

პროექტის შედეგების სიცოცხლისუნარიანობა.

აუცილებელი პირობა

პროექტის საერთო ბიუჯეტის 20 %  უნდა  იყოს სხვა წყაროებიდან  (თემი, სხვა ორგანიზაცია/ფონდი, თვითმმართველობა, ბიზნესი და ა.შ.) თანადაფინანსება, მათ შორის თემის/მოსარგებლეების ფულადი შენატანი  

პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. 

განაცხადებს შეაფასებს და გამარჯვებულ ორგანიზაციებს გამოავლენს დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია სათემო განვითარების სფეროს ექსპერტებით.

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა და ჯგუფებმა უნდა წარმოადგინონ სააპლიკაციო ფორმა, თანდართული ფორმის შესაბამისად.

განაცხადების წარდგენის პროცედურა:

განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით მისამართზე: ani@csrdg.ge / annadirashvili@gmail.com

 ან ნაბეჭდი სახით სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ოფისში.

განაცხადების შემოტანის საბოლოო ვადაა  2016 წლის 16 მაისი, 16:00 სთ.

დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება!

განაცხადი უნდა წარმოადგინოთ მხოლოდ თანდართული სააპლიკაციო ფორმის შესაბამისად. განსხვავებული ფორმით წარმოდგენილი განაცხადები და არასრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმები არ განიხილება.

წინასწარი კონსულტაცია: 

საკონსულტაციო შეხვერდა: 19 აპრილი; 5 მაისი -16.00 – 18.00 / ფონდი

სატელეფონო კონსულტაცია: პარასკევი დღე - 11.00 – 13.00

საბოლოო გადაწყვეტილება პროექტის დაფინანსების თაობაზე მიღებულ იქნება არაუგვიანეს 2016 წლის 3 ივნისისა. 

საკონტაქტო ინფორმაცია:

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

თბილისი, დელისის 1 შესახვევი 5ა, ტელ: (+995 32) 2399019/18

ე-მაილ: ani@csrdg.ge

საკონტაქტო პირი: ანი ნადირაშვილი

სათემო ორგანიზაციები ფოტო გალერეა დაფინანსებული პროექტები ვიდეო გალერეა