LOGO

სიახლეებიუკან დაბრუნება

ახალი საინიციატივო ჯგუფების მოხალისეობრივად განხორციელებული ღონისძიებები 2015-06-17
ახალი საინიციატივო ჯგუფების მოხალისეობრივად განხორციელებული ღონისძიებები

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG), თემის განვითარების ქსელური პროგრამა საქართველოს სამ რეგიონში: კახეთი, გურია და სამეგრელო, მიმდინარეობს (ადგილობრივი პარტნიორები არიან: საგა-საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია და ათინათი). პროგრამა ხორციელდება "პური მსოფლიოსთვის" და გაეროს განვითარების პროგრამის  ფინანსური მხარდაჭერით.

2015 წლამდე პროგრამამ საქართველოს 9 მუნიციპალიტეტის (ლაგოდეხი, ყვარელი,თელავი, საგარეჯო, აბაშა, მარტვილი, სენაკი, ხობი და ოზურგეთი) 18 თემში იმუშავა. 2016 წლიდან კი იგი გაფართოვდა და დამატებით ახალი სამი მუნიციპალიტეტი (დედოფლისწყარო, ახმეტა, ჩხოროწყუ) დაფარა.  ამ ეტაპზე, დასრულებულია ახალი 9 სამიზნე თემის შერჩევა  და  დაწყებულია  საინიციატივო ჯგუფების ფორმირების პროცესი. მათ მიერ, მარტის თვეში  მოხალისეობრივ საწყისებზე, წარმატებით  განხორციელდა მთელი რიგი ღონისძიებებისა (იხილეთ ღონისძიებების ფოტოალბომი).

ამჟამად, თემის განვითარების პროგრამა 12 მუნიციპალიტეტის 27 თემში ხორციელდება.

 

 

სათემო ორგანიზაციები ფოტო გალერეა დაფინანსებული პროექტები ვიდეო გალერეა