LOGO

სიახლეებიუკან დაბრუნება

კონკურსი ტრენინგზე- საზოგადოებრივი ორგანიზაციის  მართვის უნარები 2015-06-17
კონკურსი ტრენინგზე- საზოგადოებრივი ორგანიზაციის მართვის უნარები

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ბაზაზე მოქმედი თემის განვითარების რესურს ცენტრი - CDRC საქართველოში მოქმედი სათემო ორგანიზაციებისა და ჯგუფებისათვის აცხადებს კონკურსს ტრენინგზე საზოგადოებრივი ორგანიზაციის  მართვის უნარები” მონაწილეობის მისაღებად.  ტრენინგზე განიხილება შემდეგი საკითხები:  

მართვის ძირითადი ფუნქციები; დაგეგმვის მნიშვნელობა; დროის მართვა და მისი მეთოდები; მართვის სტილი; ეფექტური დელეგირება; მოტივაციის თეორიები; შიდა ორგანიზაციული კომუნიკაცია; უკუკავშირის გაცემის პრინციპები.

ტრენინგს წარუძღვებიან  ორგანიზაციის კვალიფიციური ტრენერები.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული რესურს ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მოქმედი სათემო ორგანიზაციების შესაძლებლობების ზრდას, მათ შორის ინფორმაციული კავშირების დამყარებასა და მათ საქმიანობაზე ინფორმაციის ფართო აუდიტორიაზე გატანას.

 

ტრენინგის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს რეგიონებში, პატარა ქალაქებსა და სოფლებში მოქმედი სათემო ორგანიზაციების/ჯგუფების წარმომადგენლები, კერძოდ კი მართვის ფუნქციის მქონე ადამიანები. ტრენინგში მონაწილეობის უფლება მიენიჭება ორგანიზაციიდან მხოლოდ ერთ წარმომადგენელს.

2 დღიანი ტრენინგი  ჩატარდება 2016 წლის 17-18 მარტს, . თბილისში.

ტრენინგში მონაწილეობა უფასოა, ორგანიზატორების მიერ ხდება მხოლოდ მონაწილეთა სასტუმროში განთავსების თანხის (ერთი ღამე საუზმით) და სატრანსპორტო ხარჯის ანაზღაურება.

 

ტრენინგში მონაწილეობის მიღების მსურველი ორგანიზაციების/ჯგუფების წარმომადგენლებმა დაადასტურეთ მონაწილეობა ელექტრონულად (იხილეთ თანდართული ფაილი - განაცხადის ფორმა).

გთხოვთ, წერილის თემაში მიუთითოთ:  CDRC  Training

განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა:  10 მარტი, 18:00 საათი

შერჩეულ მონაწილეებს ელექტრონული ფორმით მიეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია ტრენინგის ჩატარების ადგილმდებარეობის და სხვა დეტალების შესახებ.

 

საკონტაქტო პირი: ანი ნადირაშვილი

ელ. ფოსტა: ani@csrdg.ge

შეკითხვებისთვის მოგვმართეთ:

საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი

მისამართი: თბილისი, დელისის პირველი შესახვევი# 5

ტელეფონი: +(995 32) 2399018/19

ვებ გვერდი:  www.cdrc.ge

 

 

სათემო ორგანიზაციები ფოტო გალერეა დაფინანსებული პროექტები ვიდეო გალერეა