LOGO

სიახლეებიუკან დაბრუნება

ახალგაზრდებმა წნორში საინიციატივო ჯგუფი შექმნეს 2015-06-17
ახალგაზრდებმა წნორში საინიციატივო ჯგუფი შექმნეს

ქალაქ წნორში რამდენიმე ახალგაზრდამ თემისათვის სასარგებლო საქმეების კეთება გადაწყვიტა. მათი მეგობრობა მალე საქმიან ურთიერთობაში გადაიზარდა და სტუდენტებმა 2011 წლის მაისში ადგილზე საინიციატვო ჯგუფი შექმნეს. მათ უკვე რამდენიმე საინტერესო ღონისძიება- სკოლებს შორის კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობა, საქველმოქმედო აქცია, წერითი კონკურსი და დასუფთავების კვირეული - ჩაატარეს და უკვე სოფელში პოპულარობაც მოიხვეჭეს. ამჟამად ჯგუფში 12 წევრია და ისინი მალე არასამეწარმეო იურიდულ პირად დარეგისტრირებას გეგმავენ. საინიციატივო ჯგუფის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი მოზარდების ღირსეულ მოქალაქეებად ჩამყალიბებას, და მათ მიერ იმის გაცნობიერებას, რომ მთელი საზოგადოების სიჯანსაღე სწორედ თითოეულ მათგანზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ ამ ეტაპზე, რეგიონში კულტურული, სამოქალაქო ღონისძიებების ნაკლებობა მოზარდების დაბალ სამოქალაქო აქტივობას იწვევს. შესაბამისად, წნორის საინიციტოვო ჯგუფი ამგვარი ღონისძიებების ინიციატორად გამოდის. იმისდა მიუხედავად, რომ მათ არ ჰყავთ მუდმივი დამფინანსებელი, მათ საკუთარი ძალებით და სპონსორებისაგან (ადგილობრივი ბიზნესი) მოპოვებული მცირედი დაფინანსებებით  შეძლეს რამოდენიმე მაშტაბური ღონისძიების მოწყობა.  

სათემო ორგანიზაციები ფოტო გალერეა დაფინანსებული პროექტები ვიდეო გალერეა