LOGO

სიახლეებიუკან დაბრუნება

2015-06-17
"ქალთა გაძლიერება ცვლილებებისთვის"

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა, პარტნიორ ორგანიზაციებთან - „ საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია" და ასოციაციაათინათი" - ერთად, 2016 წლის იანვრიდან,  „ქალთა გაძლიერება ცვლილებებისთვის“ პროგრამის ახალი ანუ მეორე ფაზა დაიწყო.

2013-2015 წელს, პროგრამის ფარგლებში, სამეგრელოს და კახეთის 8 მუნიციპალიტეტის (აბაშა, ხობი, მარტვილი, სენაკი, საგარეჯო, თელავი, ყვარელი და  ლაგოდეხი) 26 თემში ქალთა სათემო ჯგუფები შეიქმნა. მათგან 15-მა აქტიურად შეძლო საქმიანობის გაგრძელება, ადგილობრივ საზოგადოებრივ პროცესებში ჩართვა, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის და მიკრო საგრანტო კონკურსებში მონაწილოების გზით, მთელი რიგი ადგილობრივი პრობლემების მოგვარება. მათ ასევე განახორციელეს 4 და 6 თვიანი სამოქმედო გეგმები, რომელიც ადგილებზე სხვადასხვა ტიპის  საგანმანათლებლო და კულტურული ღონინისძიებებისა და ინიციატივების ორგანიზებას მოიცავდა.

2016 წლიდან  პროგრამის გეოგრაფიული არეალი  იზრდება და ახალ სამ მუნიციპალიტეტს (ახმეტა, დედოფლისწყარო, ჩხოროწყუ) ფარავს,  უკვე ფორმირებულ და აქტიურ ჯგუფებს კი ახალი, 9  ქალთა სათემო/საინიციატივო ჯგუფი ემატება. პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს  გაეროს ერთობლივი პროგრამ გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაცია "პური მსოფლიოსთვის"

სათემო ორგანიზაციები ფოტო გალერეა დაფინანსებული პროექტები ვიდეო გალერეა