LOGO

სიახლეებიუკან დაბრუნება

პროგრამის „ქალთა გაძლიერება ცვლილებებისთვის“ შედეგების შემაჯამებელი შეხვედრა 2015-06-17
პროგრამის „ქალთა გაძლიერება ცვლილებებისთვის“ შედეგების შემაჯამებელი შეხვედრა

2015 წლის 6 ნოემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ გაიმართა პროგრამის „ქალთა გაძლიერება ცვლილებებისთვის“ შედეგების შემაჯამებელი შეხვედრა. ქსელური პროგრამა „ ქალთა გაძლიერება ცვლილებებისთვის “ (2013-2015 წლები) ხორციელდება პარტნიორ ორგანიზაციებთან - საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია და ასოციაცია „ათინათან“ ერთობლივად. იგი დაფინანსებულია „გაეროს ერთობლივი პროგრამის გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელის მოადგილე საქართველოში ბ.ნ შომბი შარპი, შვედეთის საელჩოს, განმახორცილებელი ორგანიზაციების, ადგილებზე შექმნილი ქალთა სათემოს ჯგუფების, ასევე სხვა სამოქალაქო ორგანიზაციების, სამთავრობო სტრუქტურების და საერთაშორისო პროგრამების წარმომადგენლები.საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ქ.ნ ეკა ურუშაძემ ისაუბრა პროგრამის შედეგების, გამოწვევების და სამომავლო გეგმების შესახებ. დამსწრეებმა, იხილეს ფილმი „გზის გადაღმა სოფელში“ https://www.youtube.com/watch?v=4l6V_EBHd44 რომელიც ასახავს სოფლად მცხოვრები ქალების ცხოვრებას და მათ გაძლიერებას. პარტნიორ ქალთა ჯგუფების (ქალთა საინიციატივო ჯგუფი ენისელი და საზოგადოებრივი ორგანიცაზია „ინიციატივების სახლი“) მიერ გაკეთდა პრეზენტაციები საკუთარ საქმიანობებთან დაკავშირებით, ასევე მსმენელს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამის კოორდინატორმა - ეკა დათუაშვილმა გააცნო სოციალური მეწარმეობის ცნება და მოიყვანა სოციალური საწარმოების პრაქტიკული მაგალითები. დღის მეორე ნახევარი დაეთმო ნარჩენების მართვის საკითხებს, რასთანაც დაკავშირებით მოხსენებები გააკეთეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლებმა ბ.ნ ალვერდ ჩარქსელიანმა და ქ. ნ ხათუნა ჩიკვილაძემ. დამსწრეები შეხვედრის განმავლობაში გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებებსა და შეფასებებს.

სათემო ორგანიზაციები ფოტო გალერეა დაფინანსებული პროექტები ვიდეო გალერეა