LOGO

სიახლეებიუკან დაბრუნება

კონფერენცია ქალაქ ედინბურგში 2015-06-17
კონფერენცია ქალაქ ედინბურგში

2015 წლის 1-3 ივლისს, ქალაქ ედინბურგში მოეწყო საერთაშორისო ჟურნალის "Community Development Journal" 50 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია სახელით "Why Community Development? " Continuity and Innovation". მასში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ქვეყნის, თემის განვითარების სფეროში მომუშავე მკვლევარების და პროაქტიკოსების 80-მდე წარმომადგენელმა. ჩვენი ორგანიზაციაც, როგორც ჟურნალის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი, წარმომადგენელი იყო კონფერენციაზე.

კონფერენცია ჩატარდა ედინბურგის უნისვერსიტეტის ბაზაზე და იგი საკმაოდ ინტერაქტიული და მონაწილეობით ხასიათის გახლდათ. ყოველი დღე დატვირთული იყო პარალელური მინი (15-20 კაციანი) სესიებით, სადაც თითოეულ პრეზენტაციას თან ახლდა დისკუსია, ჯგუფური და პლენარული მუშაობა. ჩვენს მიერ პრეზენტაცია გაკეთდა თემაზე "ქალის როლი თემის განვითარებაში" და ნაჩვენები იქნა ორგანიზაციის მიერ მომზადებული ფილმი "გზის გადაღმა სოფელში"   (http://www.youtube.com/watch?v=416VEBHd44) . ამ სახის პროეზენტაციამ აუდიტორიის მხრიდან დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა.

კონფერენციის ფოტო, ვიდეო და საპრეზენტაციო მასალები, შეგიძლიათ იხილოთ თავად ჟურნალის სპეციალურ საიტზე: http://www.oxfordjournals.org/cdjc/resources/50th-anniversary-conference/

სათემო ორგანიზაციები ფოტო გალერეა დაფინანსებული პროექტები ვიდეო გალერეა