LOGO

სიახლეებიუკან დაბრუნება

სამუშაო შეხვედრა ბაზალეთზე 2015-06-17
სამუშაო შეხვედრა ბაზალეთზე

2012 წლის 2-3 თებერვალს, ბაზალეთზე შედგა თემის განვითარებაზე მომუშავე ადგილობრივი ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრა (ორგანიზაცია EED-ის და ”პური მსოფლიოსთვის” ფინანსური მხარდაჭერით). შეხვედრაში საერთაშორისო ორგანიზაციების იიდ-ისა და ”პური მსოფლიოსთვის”-ის პარტნიორი 9 ორგანიზაცია მონაწილეობდა. შეხვედრის მიზანი გახლდათ ამ ორგანიზაციების გამოცდილებაზე დაფუძნებული ერთობლივი პუბლიკაციის  მონახაზის საბოლოო განხილვა, მისი შესავალის და დამოუკიდებელი ესპერტის მიერ მომზადებული დასკვნითი ნაწილის შეჯერება და მათზე რეკომენდაციების მომზადება. ასევე, ამ ორგანიზაციების  თანამშრომლობის სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრა. შეხვედრის მონაწილე ორგანიზაციები გახლდათ:

  • სათემო განვითარების ცენტრი
  • საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
  • საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაცია
  • კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი
  • კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი - სენი
  • იძულებით გადაადგიილებულ ქალთა ასოციაცია ”თანხმობა”
  • ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია -  ელკანა
  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
  • კავშირი ”რეა”

შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, ერთობლივი გამოცემა არაუგვიანეს ა/წ ის ივნისისათვის  გამოიცემა და მოგვიანებით მისი ფართო აუდიტორიისათვის წარდგენა მოხდება. პუბლიკაციაში შემავალი სტატიების გაცნობა, შესაძლებელი გახდება ჩვენი საიტის მეშვეობითაც, მხოლოდ პუბლიკაციის გამოსვლის შემდეგ.

                                                           

                                                            

სათემო ორგანიზაციები ფოტო გალერეა დაფინანსებული პროექტები ვიდეო გალერეა