LOGO

სიახლეებიუკან დაბრუნება

კონკურსი ტრენინგზე - ”პროექტის ციკლის მართვა და საპროექტო განაცხადის მომზადება” 2015-06-17
კონკურსი ტრენინგზე - ”პროექტის ციკლის მართვა და საპროექტო განაცხადის მომზადება”

2015 წლის 5-6 მაისს,თბილისში, სასტუმრო „ბეტსში“,  საქართველოში მოქმედი სათემო ორგანიზაციებისა და ჯგუფებისთვის ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი თემაზე  პროექტის ციკლის მართვა და საპროექტო განაცხადის მომზადება. ტრენინგი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ბაზაზე მოქმედი  ”თემის განვითარების რესურს ცენტრის” ფარგლებში ჩატარდა, მას საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი-ს  ტრენერები უძღვებოდნენ.  ტრენინგი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა:  პროექტის დაგეგმვის და განხორციელების ეტაპები; დაგეგმვისათვის საჭირო ინფორმაცია და მისი მოგროვების მეთოდები; პრობლემების ანალიზი; მიზნების იერარქია; მონიტორინგი/შეფასება; ინდიკატორების განსაზღვრა და სხვა. ტრენინგს,  საქართველოში მოქმედი 16 ორგანიწაციის/ჯგუფის წარმომადგენელი ესწრებოდა.

                                                                         

                                               

 


სათემო ორგანიზაციები ფოტო გალერეა დაფინანსებული პროექტები ვიდეო გალერეა