LOGO

სიახლეებიუკან დაბრუნება

კონკურსი ტრენინგზე - ”პროექტის ციკლის მართვა და საპროექტო განაცხადის მომზადება” 2015-06-17
კონკურსი ტრენინგზე - ”პროექტის ციკლის მართვა და საპროექტო განაცხადის მომზადება”

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ბაზაზე მოქმედი თემის განვითარების რესურს ცენტრი - CDRC, საქართველოში მოქმედი სათემო ორგანიზაციებისა და ჯგუფებისათვის აცხადებს კონკურსს ტრენინგზე პროექტის ციკლის მართვა და საპროექტო განაცხადის მომზადება მონაწილეობის მისაღებად.  ტრენინგს წარუძღვებიან ორგანიზაციის კვალიფიციური ტრენერები.

ტრენინგზე განხილული იქნება:

  • პროექტის დაგეგმვის და განხორციელების ეტაპები;
  • დაგეგმვისათვის საჭირო ინფორმაცია და მისი მოგროვების მეთოდები;
  • პრობლემების ანალიზი - პრობლემების ხე;
  • პრობლემების მოგვარების ხედვა - მიზნების იერარქია;
  • მონიტორინგი და შეფასება;
  • ინდიკატორები და მათი შემუშავება სხვადასხვა დონის მიზნებისათვის;
  • სტანდარტული საპროექტო განაცხადის ფორმა

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული რესურს ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მოქმედი სათემო ორგანიზაციების შესაძლებლობების ზრდას, მათ შორის ინფორმაციული კავშირების დამყარებასა და მათ საქმიანობაზე ინფორმაციის ფართო აუდიტორიაზე გატანას. 2015 წლის აპრილის თვეში რესურს ცენტრი საქართველოში მოქმედი სათემო ორგანიზაციებისა და ჯგუფებისათვის ასევე, აცხადებს საგრანტო კონკურსს ადვოკატორების ანუ ინტერესთა დაცვის თემაზე. საკონკურსო წინადადებების განხილვისას უპირატესობა მიენიჭება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც აქტიურად იქნებიან ჩართული ”თემის განვითარების რესურს ცენტრის” მიერ გამოცხადებულ ტრენინგებში, სემინარებსა და ღონისძიებებში.

 ამ ტრენინგის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს რეგიონის პატარა ქალაქებსა  (დაბა) და სოფლებში მოქმედი სათემო ორგანიზაციების/ჯგუფების წარმომადგენლები. ტრენინგში მონაწილეობის უფლება მიენიჭება ორგანიზაციიდან მხოლოდ ერთ წარმომადგენელს.  2 დღიანი ტრენინგი  ჩატარდება 2015 წლის 5-6 მაისს, ქ. თბილისში.

 ტრენინგში მონაწილეობა უფასოა, ორგანიზატორების მიერ ხდება მხოლოდ მონაწილეთა სასტუმროში განთავსების თანხის (ერთი ღამე საუზმით) და სატრანსპორტო ხარჯის ანაზღაურება.  ტრენინგში მონაწილეობის მიღების მსურველი ორგანიზაციების/ჯგუფების წარმომადგენლებმა დაადასტურეთ მონაწილეობა ელექტრონულად (იხილეთ თანდართული ფაილი - განაცხადის ფორმა).

გთხოვთ, წერილის თემაში მიუთითოთ:  CDRC  Training

განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა:  20 აპრილი, 18:00 საათი

შერჩეულ მონაწილეებს ელექტრონული ფორმით მიეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია ტრენინგის ჩატარების ადგილმდებარეობის და სხვა დეტალების შესახებ.

 საკონტაქტო პირი: ანი ნადირაშვილი

ელ. ფოსტა: annadirashvili@gmail.com

 შეკითხვებისთვის მოგვმართეთ:

საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი

მისამართი: თბილისი, დელისის პირველი შესახვევი# 5

ტელეფონი: +(995 32) 2 399 018/19

ვებ გვერდი:  www.cdrc.ge

 

სათემო ორგანიზაციები ფოტო გალერეა დაფინანსებული პროექტები ვიდეო გალერეა