LOGO

სიახლეებიუკან დაბრუნება

სათემო ლიდერების ერთობლივი კონფერენცია 2015-06-17
სათემო ლიდერების ერთობლივი კონფერენცია

 2015 წელის 5-6 მარტს „ლოპოტა რეზორტში“  ჩატარდა კონფერენცია, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ბაზაზე მოქმედი თემის განვითარების რესურს ცენტრის ორგანიზებით და გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში „ და საერთაშორისო ორგანიზაცია „პური მსოფლიოსათვის „ ფინანსური მხარდაჭერით.

შეხვედრას ესწრებოდა 77 მონაწილე და მასზე წარმოდგენილი იყო 45 მდე საზოგადოებრივი ორგანიზაცია და სათემო თუ ქალთა საინიციატივო ჯგუფი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან.  შეხვედრა მიზნად ისახავდა სათემო ორგანიზაციებსა და ჯგუფებს შორის გამოცდილების გაზიარებას, კონტაქტების დამყარებას, სხვადასხვა სახელწიფო პროგრამებზე ინფორმაციის მიღება ს და ასევე, სათემო ორგანიზაციების განვითარების საჭიროებების გამოვლენას. 

შეხვედრაზე პრეზენტაციით წარსდგნენ თავად ორგანიზატორი ორგანიზაციის ხემძღვანელი, სათემო ორგანაზაციის ლიდერები და ასევე, განათლების და მეცნიერების სამინისტროს, მეწარმეობის განვითარებისა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოების,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტორს წარმომადგენლები. თითოუელი პრეზენტაციის შემდეგ კითხვა პასუხის სესია გაიმართა.

კონფერენციის შემაჯამებელ ეტაპზე ჯგუფური მუშაობის მეთოდით მოხდა სათემო ორგანიზაციებისა და ჯგუფების სურვილების და საჭიროებების გამოვლენა, შეხვედრის შედეგების შეჯამება და შეფასება მონაწილეთა მხრიდან.

                               

                                                     

სათემო ორგანიზაციები ფოტო გალერეა დაფინანსებული პროექტები ვიდეო გალერეა