LOGO

სიახლეებიუკან დაბრუნება

”თანამშრომლობითი ადვოკატირება” 2015-06-17
”თანამშრომლობითი ადვოკატირება”

2014 წლის 29-30 მაისს,  საქართველოში მოქმედი სათემო ორგანიზაციებისათვის ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი თემაზე  "თანამშრომლობითი ადვოკატირება". ტრენინგი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ბაზაზე მოქმედი  ”თემის განვითარების რესურს ცენტრის” ორგანიზებით ჩატარდა. მას ”პარტნიორები საქართველო”-ს  ტრენერები უძღვებოდნენ.  ტრენინგი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა:  სამოქალაქო ინტერესების დაცვის არსი და კონცეფცია; ადვოკატირების ტიპები და სტრატეგიული კომუნიკაციის მოდელი; ევროპული ქვეყნების გამოცდილება; ადვოკატირების ქეისები და სხვა.

 

                            

სათემო ორგანიზაციები ფოტო გალერეა დაფინანსებული პროექტები ვიდეო გალერეა