LOGO

სიახლეებიუკან დაბრუნება

”ქალთა გაძლიერება ცვლილებებისათვის” 2015-06-17
”ქალთა გაძლიერება ცვლილებებისათვის”

”გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს წარმომადგენლობის” მხარდაჭერით ”საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” პარტნიორ ორგანიზაციებთან -  ”ათინათი” და ”საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია”  - ერთად ახორცილებს პროექტს -  ”ქალთა გაძლიერება ცვლილებისათვის”. პროექტის მიზანია ქალთა თანასწორობის, მათი ეკონომიკური და სამოქალაქო გააქტიურების ხელშეწყობა სამეგრელოს და კახეთის რეგიონებში.

პროგრამის ფარგლებში  8 მუნიციპალიტეტის  26  სამიზნე თემში შეიქმნა ლიდერ ქალთა ჯგუფები.

შექმნილ ჯგუფებს ჩაუტარდათ ტრენინგების ციკლი თემაზე : ”პროექტების დაგეგმვა და საპროექტო განაცხადის მომზადება”   ჯამში ტრენინგში  მონაწილეობა მიიღო 70 ქალბატონმა.  ტრენინგების მსვლელობის პროცესში მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულები ჯგუფურ სამუშაოებში და დისკუსიებში.

 

                                              

სათემო ორგანიზაციები ფოტო გალერეა დაფინანსებული პროექტები ვიდეო გალერეა