ასოციაცია „ათინათის" ორგანიზებით, ა/წ-ის 27 აპრილს ზუგდიდში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში ჩართული სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის 85 სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები, მასწავლებლები, ბიზნესმენები, არასამთავრობო ორგანიზაციის და თვითმმართველობის წარმომადგენლები. ფორუმზე მოსწავლეები 10 ჯგუფად დაიყვნენ და თითეოულმა ჯგუფმა საკუთარი პროექტი შეიმუშავა. ამ პროექტებს მოწონების შემთხვევაში, რომელიმე სამთავრობო, არასამთავრობო ან ბიზნეს ორგანიზაცია დააფინანსებს.
ფორუმი ჩატარდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ასოციაცია ათინათი” ამერიკული ორგანიზაცია PH international, აშშ–ს საერთაშორისო განვითერების საგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე: