LOGO

სიახლეებიუკან დაბრუნება

სათემო ფონდების უცხოური გამოცდილება და მისი განვითარების პერსპექტივა კავკასიის რეგიონში 2015-06-17
სათემო ფონდების უცხოური გამოცდილება და მისი განვითარების პერსპექტივა კავკასიის რეგიონში

 

2013 წლის 5 აპრილის თბილისში, სასტუმრო "ბეტსიში", საქართველოს სტარტეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის  მიერ მოეწყო კონფერეცია თემაზე:  თემთან მუშაობა - სათემო ფონდების უცხოური გამოცდილება და მისი განვითარების პერსპექტივა კავკასიის რეგიონში. კონფერენცია ჩატარდა  თემის განვითარების საერთაშორისო ჟურნალის (CDJ-Community development  Journal) ფინანსური მხარდაჭერით.

შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ  სათემო და თემის განვითარებაზე მომუშავე ადგილობრივი ორგანიზაციები, ფონდები, ასევე სომხეთისა და აზრებაიჯანის იმავე სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლები. კოალიციამ "CoDeCo" (თემის განვითარებაზე მომუშავე ქართულ ორგანიზაციათა გაერთიანება) სტუმრებს წარუდგინა თემთან მუშაობის ადგილობრივი გამოცდილება და კოალიციის ერთობლივი გამოცემა "თემთან მუშაობა და თემის გავითარება", ასევე თავად კოალიციის მისია და სტრატეგიული მიმართულებები.   დიდი ბრიტანეთიდან მოწვეულმა ექსპერტმა გააკეთა მოხსენება სათემო ფონდების ევროპულ გამოცდილებასა და გამოწვევებზე, ხოლო სომხეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა საკუთარი ორგანიზაციების თემთან მუშაობის გამოცდილებაზე და სირთულეებზე ისაუბრეს.     თითოულ გამოსვლას თან ახლდა კითხვა პასუხის სესია.

შეხვედრის ბოლოს,  მოეწყო ჯგუფური მუშაობა კავკასიის ქვეყნებში სათემო ფონდების განვითარების პერსქპეტივებზე. სამი სხვადასხვა ჯგუფის მიერ წარმოდგენილ იქნა საინტერესო შედეგები, რაც ასევე კონფერენციის მასალებში აისახა.  

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კონფერენციის მასალები ასევე აიტვირთება თემის განვითარების საერთაშორისო ჟურნალის ვებ გვერდზეც ( http://www.cdj.oxfordjournals.org )  და შესაბამისად,  უცხოური აუდიტორიისთვისაც ხელმისწავდომი გახდება.  

 

                                            

                

                                                      

სათემო ორგანიზაციები ფოტო გალერეა დაფინანსებული პროექტები ვიდეო გალერეა