LOGO

სიახლეებიუკან დაბრუნება

საკოორდინაციო შეხვედრა კახეთში - სათემო განვითარების ცენტრი 2015-06-17
საკოორდინაციო შეხვედრა კახეთში - სათემო განვითარების ცენტრი

19-20 დეკემბერს ლოპოტას სასტუმრო კომპლექსში კახეთის რეგიონში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა, რომელიც სათემო განვითარების ცენტრის (CDC) ორგანიზებით მოეწყო.

შეხვედრა ჩატარდა CDC მიმდინარე პროექტის ,,შემოსავლის მომტანი საქმიანობებისა და რეგიონული განვითარების მხარდაჭერა კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამები’’ ფარგლებში.

 შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც თბილისში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო, ასევე დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

საკოორდინაციო შეხვედრის მიზანი იყო, კახეთის რეგიონში სხვადასხვა განვითარების პროგრამებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობებისა და გამოცდილების შესახებ ინფორმაციის გაცვლა.

სათემო ორგანიზაციები ფოტო გალერეა დაფინანსებული პროექტები ვიდეო გალერეა