LOGO

სიახლეებიუკან დაბრუნება

სამუშაო შეხვედრა - ”თემის მობილიზაცია,  როგორც საშუალება განვითარებისთვის, არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები” 2015-06-17
სამუშაო შეხვედრა - ”თემის მობილიზაცია, როგორც საშუალება განვითარებისთვის, არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები”

2012 წლის 17 დეკემბერს, სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში”, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან არსებული სსიპ-ის ”დევნილთა თემის განვითარების ცენტრი” მიერ მოეწყო სამუშაო შეხვედრა  თემაზე ”თემის მობილიზაცია, როგორც საშუალება განვითარებისთვის, არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები”.  შეხვედრაზე მოხდა აღნიშნული ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტის ”დევნილთა თემის განვითარება” (დამფინანსებელი მსოფლიო ბანკი)  შედეგების პრეზენტაცია, რომელსაც მოყვა მთელი რიგი გამოსვლებისა სათემო მობილიზაციის საკითხების ირგვლივ.  სათემო მობილიზაციის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის ”CoDeCo”  მიერ გაკეთდა ერთობლივი პუბლიკაციის ”თემთან მუშაობა და თემის განვითარება” პრეზენტაცია, გაიმართა საინტერესო დისკუსია. შეხვედრას ესწრებოდნენ: ”დევნილთა თემის განვითარების ცენტრი”-ს დირექტორი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი, ლტოლვილთა დანიის საბჭოს რეგიონალური წარმომდგენელი სამხრეთ კავკასიაში, პროექტში ჩართული ორგანიზაციები,  ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ფონდების წარმომადგენლები.  

სათემო ორგანიზაციები ფოტო გალერეა დაფინანსებული პროექტები ვიდეო გალერეა