LOGO

სიახლეებიუკან დაბრუნება

სამუშაო შეხვედრა ლოპოტაზე 2015-06-17
სამუშაო შეხვედრა ლოპოტაზე

2012 წლის 28-29 ივნისს, ლოპოტაზე შედგა სათემო განვითარებაზე მომუშავე ადგილობრივი ორგანიზაციების მორიგი სამუშაო შეხვედრა (ორგანიზაცია EED-ის და ”პური მსოფლიოსთვის” ფინანსური მხარდაჭერით). შეხვედრაში საერთაშორისო ორგანიზაციების იიდ-ისა და ”პური მსოფლიოსთვის”-ის პარტნიორი 9 ორგანიზაცია მონაწილეობდა.

წარმატებით განხორციელებულმა ერთობლივი გამოცემის პროექტმა პარტნიორ ორგანიზაციებს უფრო სიღმისეული და სტაბილური თანამშრომლობის სურვილი გაუჩინა.  სწორედ, გაერთიანების ფორმების, სტრუქტურის და სტრატეგიის განსაზღვრას მიეძღვნა ზევით აღნიშნული შეხვედრა. შეხვედრისას გადაწყდა, რომ გაერთიანებას საწყის ეტაპზე არაფორმალური კოალიციის სტატუსი ჰქონდეს, ამავე შეხვერდაზე შემუშავდა მისი მისია და სტრატეგიული მიმართულებები, ასევე გაიწერა დეტალური ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.

პირველ ეტაპზე, იგეგმება თავად კოალიციის და მომზადებული პუბლიკაციის  ერთობლივი პრეზენტაცია, რომელიც სავარაუდოდ 2012 წლის ბოლომდე ჩატარდება.

შეხვედრის მონაწილე ანუ არაფორმალური კოალიციის წევრი ორგანიზაციები არიან:

  • სათემო განვითარების ცენტრი
  • საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
  • საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაცია
  • კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი
  • კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი - სენი
  • იძულებით გადაადგიილებულ ქალთა ასოციაცია ”თანხმობა”
  • ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია -  ელკანა
  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
  • კავშირი ”რეა”

 

                                                
სათემო ორგანიზაციები ფოტო გალერეა დაფინანსებული პროექტები ვიდეო გალერეა