LOGO

სიახლეებიუკან დაბრუნება

სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობა ზემო სვანეთში და მისი ჩართვა ადგილობრივ მმართველობაში” 2015-06-17
სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობა ზემო სვანეთში და მისი ჩართვა ადგილობრივ მმართველობაში”

2012 წლის ივლისის თვეში ლატალის და მესტიის თემის აქტივისტებისათვის ჩატარდა რიგით მეორე  ორდღიანი ტრენინგი თემაზე ”პროექტის დაგეგმვა და საპროექტო განაცხადის მომზადება”.  შეგახსენებთ, რომ მაისის თვეში ამავე ჯგუფს პირველი ტრენინგები ჩაუტარდათ თემაზე: ”სამოქალაქო აქტივობა და სათემო განვითარება”.

„სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობა ზემო სვანეთში და მისი ჩართვა ადგილობრივ მმართველობაში” ფარგლებში, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაცია ”სვანეთის ტურიზმის ცენტრი”, გ. თიკანაძის სახელობის ახალგაზრდულ ცენტრთან ერთობლივად ახორციელებს. იგი დაფინანსებულუია საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მიერ და მიზნად ისახავს ზემო სვანეთის რეგიონის მოსახლეობის მობილიზაციასა და სამოქლაქო განათლებას, ასევე ადგილობრივი გადაწყვეტილების პროცესებში სამოქალაქო მონაწილეობის უზრუნველყოფასა და ადგილობრივი მოსახლოების ინტერესების დაცვას ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე.

ტრენინგებს უძღვებოდნენ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მოწვეული ტრენერები. ივლისში ჩატარებულ ტრენინგებზე მონაწილეთა რაოდენობამ ჯამში 36 ადამიანი შეადგინა.

                                  

სათემო ორგანიზაციები ფოტო გალერეა დაფინანსებული პროექტები ვიდეო გალერეა