LOGO

სიახლეებიუკან დაბრუნება

,,მიეცი ნიჭსა გზა ფართო“ 2015-06-17
,,მიეცი ნიჭსა გზა ფართო“

სათემო ცენრტმა ,,ერთობამ“ განახორციელა პროექტი: ,,მიეცი ნიჭსა გზა ფართო“. პროექტი დაფინანსდა სპორტისა და ახლაგაზრდობის ფონდის მიერ. პროექტი განხორციელდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებულ აიპი- ლაგოდეხის ახალგაზრდულ ცენტრთან  ერთად.

პროექტის ფარგლებში ექვს (კართუბნის, ვარდისუბნის,ჰერეთისკარის,ცოდნისკარის და ლაგოდეხის პირველ და მესამე)  საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიებები, სადაც მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა, რომლებსაც აქვთ საკუთარი შემოქმედება ლექსებისა და ჩანახატების სახით. ღონისძიებებზე თითოეულ სკოლაში შეირჩა 5-5 საუკეთესო ლექსების ავტორები, ამის შემდეგ ცოდნისკარის საჯარო სკოლაში ჩატარდა პროექტის დასკვნითი ღონისძიება, სადაც მეორე ტურში მონაწილე 30 ბავშვიდან გამოვლინდა ერთი საუკეთესო ლექსების ავტორი, რომელსაც გადაეცა ელექტრონული წიგნი ,,იოტა-რიდერი“ და სიგელი,  ხოლო დანარჩენ მონაწილეებს გადაეცათ თითო ეგზემპლიარი : გალაკტიონი, საუკეთესო 100 ლექსის კრებული, მაინ რიდი, 1001 სიტყვა ქალზე, ანა კალანდაძე, ორბელიანის-,,სიბრძნე სიცრუისა“.   ღონისძიებაზე  მოწვეული იყვნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ლაგოდეხის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური და მონაწილე სკოლების ადმინისრაციის წარმომადგენლები. კონკურსზე გამარჯვებული გამოავლინა ჯიურიმ, რომელიც შედგებოდა მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლებისაგან. ღონისძიებაზე თითოეულმა კონკურსანტმა წაიკითხა ლექსები, ჯიურის მიერ შეფასდა ათ ბალიანი სისტემით. კონკურსანტების გარდა ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღეს კართუბნისა და ცოდნისკარის საჯარო სკოლებში არსებულმა მუსიკალურმა ჯგუფემბა, რომლებმაც მრავალფეროვნების თვალსაზრისით მუსიკალური ნომრებით გაალამაზეს პოეზიის საღამო.

ამის გარდა მეორე ტურში მონაწილე 30 ბავშვისათვის და ექვსივე სკოლის თითო მასწავლებლისთვის ქალაქ თბილისში მოეწყო ექსკურსია,  სადაც ბავშვები შეხვდენენ თანამედროვე მწერლებს: მაკა ლდოკონენი, სალომე ბენიძე და საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორს, ახალგაზრდა მწერალს-გიორგი კეკელიას. თანამედროვე მწერლებს, პროექტის მონაწილე  მომავალმა პოეტებმა საკუთარი შემოქმედებიდან წაუკითხეს ლექსები, სადაც დადებითი შეფასება და დიდი მოწონება დაიმსახურეს. 

                                 

სათემო ორგანიზაციები ფოტო გალერეა დაფინანსებული პროექტები ვიდეო გალერეა