LOGO

სიახლეებიუკან დაბრუნება

”სამოქალაქო აქტივობა და სათემო განვითარება”. 2015-06-17
”სამოქალაქო აქტივობა და სათემო განვითარება”.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია ”სვანეთის ტურიზმის ცენტრი”, გ. თიკანაძის სახელობის ახალგაზრდულ ცენტრთან ერთობლივად ახორციელებს პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობა ზემო სვანეთში და მისი ჩართვა ადგილობრივ მმართველობაში”.

  პროექტი დაფინანსებულუია საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მიერ და იგი მიზნად ისახავს ზემო სვანეთის რეგიონის მოსახლეობის მობილიზაციასა და სამოქლაქო განათლებას, ასევე ადგილობრივი გადაწყვეტილების პროცესებში სამოქალაქო მონაწილეობის უზრუნველყოფასა და ადგილობრივი მოსახლოების ინტერესების დაცვას ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე.

პროექტის ერთ-ერთი ამოცანა გახლავთ მოსახლოების სამოქალაქო განათლება, კერძოდ კი ადგილობრივი თემის აქტვისტების ტრენინგები.  სწორედ ამ მიმართულებით, მაისის თვეში ლატალის და მესტიის თემის აქტივისტებისათვის ჩატარდა ორი ორდღიანი ტრენინგი თემაზე ”სამოქალაქო აქტივობა და სათემო განვითარება”. ტრენინგებს უძღვებოდნენ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მოწვეული ტრენერები. ჯამში ტრენინგებში მონაწილეთა რაოდენობამ 40 ადამიანი შეადგინა.

                              

                                                       

სათემო ორგანიზაციები ფოტო გალერეა დაფინანსებული პროექტები ვიდეო გალერეა