LOGO

სიახლეებიუკან დაბრუნება

სათემო განვითარების ცენტრი ”აისი” 2015-06-17
სათემო განვითარების ცენტრი ”აისი”

სათემო განვითარების ცენტრი ,,აისი’’ დაარსდა 2008 წელს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში. ცენტრი   კულტურულ-საგანმანათლებლო, ქალთა პრობლემებისა და სოფლის კეთილდღეობის მიმართულებების ფარგლებში ატარებს სხვადასხვა ღონისძიებებს. აპრილის თვეში ორგანიზაციამ რამოდენიმე საინტერესო ინიციატივა განახორციელა: ლაშქრობა-დასუფთავების აქცია და  დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ვიქტორინა.

სათემო ცენტრში მოზარდი თაობისათვის ფუნქციონირებს ეკო-კლუბი, რომლის მიზანია ბავშვები დაუახლოვდნენ ბუნებას და იზრუნონ სოფელში სუფთა გარემოს შექმნაზე. სწორედ  ეკო -კლუბის ბავშვებისათვის მოეწყო ლაშქრობა სოფ. ფშაველში მდებარე  წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, ლაშქრობასთან ერთად ბავშვებმა დაასუფთავეს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია. აქციის ინიციატორები იყვნენ ცენტრის ბაზაზე მომოქმედი ,,ქალთა საბჭო’’, რომელიც დაარსებულია CENN-ის მიერ (კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი). კლუბის ბავშვებისთვის სათემო ცენტრშივე  მოეწყო დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ვიქტორინა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო VI-VII კლასის 12-მა მოსწავლემ. გამოვლინდა 3 გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები. ვიქტორინის შემდგომ მასში მონაწილე ბავშვებმა მოაწყვეს დედამიწის დღიასდმი მიძღვნილი აქცია მსვლელობა, რომელზეც გამოიყენეს საკუთარი ხელით დამზადებული პლაკატები.

სათემო ცენტრის ბაზაზე 2009 წლიდან  ასევე ფუნქციონირებს ”საკვირაო სკოლა”, სადაც გაწევრიანებული არიან IV-VI კლასის მოსწავლეები.  ბავშვებისთვის ეწყობა მულტფილმების, გასართობ-შემეცნებითი ფილმების ჩვენება, კარაოკე შეჯიბრები სიმღერაში, მიმდინარეობს ხელოვნების გაკვეთილები,  ბავშვები სხვადასხვა მასალისგან   ამზადებენ აპლიკაციებს და ხელნაკეთობებს. სადღესასწაულო დღეებში კი ისინი საკუთარი ხელით უმზადებენ საჩუქრებს ოჯახის წევრებს და ახლობლებს. სარვამარტოდ მათ დაამზადეს საჩუქრები დედებისთვის, ხოლო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სააღდგომო თემატიკის ნამუშევრები.

                                            

                               

                                                   

                                        

სათემო ორგანიზაციები ფოტო გალერეა დაფინანსებული პროექტები ვიდეო გალერეა