LOGO

სიახლეებიუკან დაბრუნება

სათემო ორგანიზაციების ერთობლივი შეხვედრა 2015-06-17
სათემო ორგანიზაციების ერთობლივი შეხვედრა

2011 წლის 27 ოქტომბერს ქ.თელავში “საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრმა” ჩაატარა სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების ორდღიანი ერთობლივი შეხვედრა.

შეგახსენებთ, რომ ცენტრის ბაზაზე ამოქმდდა თემის განვითარების რესურს ცენტრი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მოქმედი სათემო ორგანიზაციების შესაძლებლობების ზრდას, მათ შორის ინფორმაციული კავშირების დამყარებასა და მათ საქმიანობაზე ინფორმაციის ფართო აუდიტორიაზე გატანას.

რესურს ცენტრის მიერ ორგანიზებულ, გაცნობითი სახის, შეხვედრას ესწრებოდნენ ცენტრის სამიზნე და არასამიზნე სათემოების წარმომადგენლები, თემთან მომუშავე ორგანიზაციები და თემის განვითარების პროგრამის განმახორციელებელი ჯგუფი.

შეხვედრაზე მონაწილეებს წარუდგინეს რესურს ცენტრის მიზნები და ამოცანები და მიმდინარე საქმიანობა. ასევე, სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, დააფიქსირეს საკუთარი ინტერესები და საჭიროებები, დამსწრე აუდიტორიას გააცნეს თავიანთი ორგანიზაცია და წარუდგინეს შესაბამისი საილუსტრაციო/საპრეზენტაციო მასალები.

 

სათემო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი ინტერესები და საჭიროებები:

სათემო ორგანიზაციების/ჯგუფების საქმიანობები

ცვლილებები გარემოში

სასურველი ღონისძიებები

ტრეინინგი

სათემო ორგანიზაციები ფოტო გალერეა დაფინანსებული პროექტები ვიდეო გალერეა